Thursday, June 10, 2010

                       metani   

Wednesday, June 9, 2010

„ალკანები“ ანუ „პარაფინები“ ნაჯერი ნახშირწყალბადებია ანუ ისინი შედგებიან მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან. ალკანების უჯერი ნახშირწყალბადებისაგან ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ ალკანებში ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ მარტივი ბმებით ანუ ნახშირბადის თითოეული ატომი დაკავშირებულია წყალბადის ატომების მაქსიმალურ რაოდენობასთან (ანუ ნახშირბადი გაჯერებულია წყალბადით).

განასხვავებენ ციკლურ და წრფივ (არაციკლურ) ალკანებს.

წრფივი ალკანების ჯგუფური ზოგადი ფორმულაა: CnH2n+2 სადაც n არის მთელი რიცხვი.



ალკანების კლასის პირველი წარმომადგენლებია :
მეთანი- CH4
ეთან- C2H6
პროპანიC3H8
ბუტანი- C4H10
პენტანი C5H12
ჰექსანი C6H14
ჰეპტანიC7H16
ოქტანი- C8H18
ნონანი- C9H20
დეკანიC10H22

Thursday, March 25, 2010

Monday, March 22, 2010

metalebis fizikuri tvisebebi


ლითონები

ლითონები, მარტივი ნივთიერებები რომელთათვისაც ჩვეულებრივ პირობებში დამახასიათებელია მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, ელექტროგამტარობის უარყოფითი ტემპერატურული კოეფიციენტი, ელექტრომაგნიტური ტალღების არეკვლის კარგი უნარი (ბზინვა და გაუმჭვირობა), პლასტიკურობა და ბზინვარება. ლითონებს სხვანაირად მეტალებსაც უწოდებენ.
ლითონს მყარ მდგომარეობაში კრისტალური აგებულება აქვს. ორთქლისებრ მდგომარეობაში ლითონი ერთატომიანია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა ლითონი მყარია, მხოლოდ
ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში.
ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია.ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.
გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა:
კალა, ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.
ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო და პლატინა არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.
მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება: Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა. აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან.
სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
ისტორიული ცნობა .
ტერმინი „ლითონი“ ბერძნული წარმოშობისაა (lithos — ქვა). შუა საუკუნეებამდე ცნობილი იყო მხოლოდ 7 ლითონი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, კალა, ტყვია, რკინა, ვერცხლისწყალი. ალქიმოკოსთა წარმოდგენით, ლითონები წარმოიქმნებოდა მიწის წიაღში პლანეტათა სინათლის სხივების ზემოქმედებით და იქვე თანდათანობით სრულყოფით გარდაიქმნებოდა ვერცხლად და ოქროდ. (ალქიმია). ალქიმიკოსები თვლიდნენ, რომ ლითონები შედგებოდა „ლითონური საწყისისა“ (ვერცხლისწყალი) და „წვადი საწყისისაგან“ (გოგირდი). XVIII საუკუნეში გოგირდი შეცვალეს ფლოგისტონით. ა. ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის ჰიპოთეზა და დაასაბუთა, რომ ლითონები მარტივი ნივთიერებებია. 1789 წელს ლავუაზიემ ლითონებს მიაკუთვნა იმ დროისათვის ცნობილი 17 მარტივი ნივთიერება ( Sb, Ag, As, Bi, Co, Cu, Sn, Fe, Mn, Hg, Mo, Ni, Au, Pt, Pb, W, Zn).

ქიმიური თვისებები.

მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერტო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.



მეტალები
ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა. გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით. აქტივობების რიგიქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Auაქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.მეტალთა საერთო ქიმიური თვისებებიმეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერტო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომებიშედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან. ალის სინჯები ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის შესამოწმებლად გამოვიყენოთ. ნივთიერებები ალში პლატინის ალით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.ნატრიუმი_ყვითელი ალი.სპილენძი_მოცისფრო_მომ���ვანო ალი.კალციუმი_წითელი ალი.ბარიუმი_მწვანე ალი.კალიუმი_იისფერი ალი. მეტალთა ჯგუფებიქიმიური თვისებების მიხედვით მეტალები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს. არსებობს ხუთი ძირითადი ჯგუფი:1-კეთილშობილი2-ტუტე3-ტუტემიწა4-გარდამავალი მეტალები 5-იშვიათი მეტალები კეთილშობილი მეტალები კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი,პა���ადიუმი,ვერცხლი,პლატინა და ოქრო.ყველა კეთილშობილი მეტალი არააქტიურია. ისინი ძნელად უერთდებიან სხვა ელემენტებს ამიტომ ნაერთებსაც ძნელად წარმოქმნიან, არააქტიურობის გამო კეთილშობილი მეტალები ძნელად იჟანგება, მათ საოქრომჭედლო საქმეში და მონეტების დასამზადებლად იყენებენ. ოქრო ძალზე არააქტიურია და უძველესი ოქროს ნივთები ახალივით ამიტომ ბრწყინავს. ტუტემიწა მეტალებიტუტემიწა მეტალებს ექვსი მეტალი მიეკუთვნება. მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, ბარიუმი. ეს მეტალები დედამიწის ქერქში მრავალიუ სხვადასხვა მინერალის შემადგენლობაში გვხვდება კალციტში, ნიჟარა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც მასში კალციუმის კარბონატის ფორმითაა.მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ. გარდამავალი მეტალებიგარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები.გარდამავალი მეტალები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ქრომი,ნიკელი,სპილენძი. მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით. იშვიათი მეტალებიიშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალი შედის: ალუმინი, გალიუმი, ინდიუმი, კალა, სტიბიუმი, თალიუმი, ტყვია, ბისმუტი და პოლონიუმი.

პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არიან განლაგებული.სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება.ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ. შენადნობებიშენადნობი ორი ან მეტი მეტალის ან სხვა მეტალისა და ნივთიერების ნარევს წარმოადგენს. შენადნობს იმიტომ ამზადებენ, რომ იგი მისი შემადგენელი მეტალების თვისებებს მაგალითად: სიმსუბუქესა და სიმტკიცეს აერთიანებს.უჟანგავი ფოლადი, რომელსაც დანა-ჩანგლისათვის იყენებენ, ფოლადის, ნიკელისა და ქრომის შენადნობია.ბრინჯაო გამოიყენება გემთმშენებლობაში. მეტი სიმტკიცისათვის ბრინჯაოს მანგანუმს უმატებენ.შენადნობის შედგენილობა მის პრაქტიკულ გამოყენებას განსაზღვრავს. განსაკუთრებით ძვირფასია ლეგირებული ფოლადები. მალეგირებელი მეტალების დამატება ფოლადს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. მაგალითად, ვანადიუმიანი ფოლადი მდგრადია დარტყმის მიმართ და ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება.



Iა ჯგუფის ელემენტები – ტუტე მეტალები



მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ელემენტები – ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs), ფრანციუმი (Fr) ტუტე მეტალებია. Eს სახელწოდება მატშესაბამისი ჰიდროქსიდების – ტუტეებიდან მიიღეს.ყოველი პერიოდი პირველის გარდა ტუტე მეტალებიტ იწყება. ჯგუფში ატომური ნომრის ზრდასთან ერთად იზრდება ატომის რადიუსი, მცირდება იონიზაციის ენერგია, ე.ი. იზრდება მეტალთა ქიმიური აქტივობა. მათი გარე შრის აღნაგობა ერთნაირია (გარე შრეზე ერთი S ელექტრონია), ამიტომ ტუტე მეტალების თვისებები მსგავსია. მათ შეუძლიათ ადვილად გასცენ გარე შრის, ბირთვთან სუსტად დაკავშირებული ელექტრონი და წარმოქმნან მდგრადი კატიონები +1 ჟანგვის ხარისხით.

tუტე მეტალებისათვის დამახასიათებელი დაბალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი აღმდგენი თვისებები. მათ ახასიათებთ ბზინვარება, თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა. ატომური რადიუსის გაზრდით იზრდება მათი სიმკვრივე, მაგრამ მცირდება ლღობის და დუღილის ტემპერატურები, რადგან იონთა რადიუსის გაზრდით სუსტდება ქიმიური ბმები და კრისტალები ყფრო დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა.ტუტე მეტალებისთვუის დამახასიათებელი ალის შეფერადება წვისას, ალის ფერის მიხედვით შესაძლებელია მათი გამოცნობა: ნატრიუმი იძლევა ყვითელ, კალიუმი – იისფერ შეფერილობას და ა.შ.ტუტე მეტალების ოქსიდის ზოგადი ფორმულაა EշO ჰიდროქსიდისა (ტუტის) E-OH, წყალბადნაერთებისა კი – EH. წყალბადნაერთებს ჰიდრიდები ეწოდება. თუტე მეტალთა წყალბადნაერთები – ჰიდრიდები თეთრი კრისტალური ნივთიერებებია ისინი ადვილად შედის წყალთან რეაქციაში შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. მეტალთა იონების რადიუსის ზრდის გამო რიგში LiOH-NaOH-KOH-RbOH-CsOH ფუძე თვისებები თანდათან ძლიერდება.ტუტე მეტალები მაღალი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ბუნებაში არ გვხვდება. Na და K ბუნებაში გავრცელებულია მნიშვნელოვანი შენაერთების (NaCl, KCl, NaCl-KCl…) სახით. ჰაერზე ტუტე მეალები სწრაფად იჟანგება, ამიტომ მათ ნავთში ინახავენ.ტუტე მეტალები ბევრი საერთო თვისებით ხასიათდება: ●დაბალ ტემპერატურაზე უერთდება ჟანგბადს. მიიღება შესაბამისი ოქსიდი: 4E+Oշ―>2EշO● ოთახის ტემპერატურაზე ჟანგბადში წვის შედეგად წარმოქმნის პეროქსიდს: 2E+Oշ―>EշOշ● იწვის ქლორის არეში. ჭარმოიქმნება შესაბამისი მარილები – ქლორიდები: 2E+Clշ―>2ECl● მაღალ ტემპერატურაზე ენერგიულად რეაგირეს გოგირდთან სულფიდების წარმოქმნით: 2E+S―>EշS● აძევებს წყალბადს წყლიდან: 2E+2HշO―>2EOH+Hշრეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალბადი და ხსნარში მიიღება ტუტე.აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ტუტე მეტალების გამოყენება შეზღუდულია. ნატრიუმი და მისი შენადნობი კალიუმთან გამოიყენება როგორც სითბოგამტარი ბირთვულ დანადგარებში, ასევე მეტალოთერმიაში. ღბ-სა და Cs-ს იყენებენ ფოტოელემენტებში. თანამედროვე მრეწველობასა და ტექნიკაში განსაკუთრებით გამოიყენება ლითიუმი და მისი ნაერთები: მეტალურგიაში, ავტომანქანების აკუმულატორებში, საცხებად, ატომურ ენერგეტიკაში და სხვა.


პერიოდული სისტემის 110 ქიმიური ელემენტიდან 94 მეტალია. მეტალები პერიოდულ სისტამაში განლაგებულია ბორი -ასტატის დიაგონალზე ანუ პერიოდული სისტემის მარცხენა ქვედა მხარეს.
მეტალები ჩვეულებრივ მყარ მდგომარეობაში არიან, გარდა ვერცხლისწყლისა. მეტალებს ახასიათებთ კარგი სითბო და ელექტროგამტარობა, ჭედადობა და ბზინვარება . ყველა ეს თვისება აიხსნება განსაკუთრებული ქიმიური ბმის არსებობით -მეტალური ბმით. მეტალის კრისტალური მესერის კვანძებში განლაგებულია მეტალთა იონები , რომელთა შორიც თავისუფლად მოძრაობენ მეტალის ბოლო შრიდან მოწყვეტილი ელექტრონები. 92 მეტალიდან ადამიანის სისხლი შეიცავს 14, ისინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მათი ნაკლებობა ან ზედმეტი რაოდენობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მაგ. სიხლის ჰემოგლობინის შედგენილოში შედის რკინა. მისი ნაკლებობობა ორგანიზმში იწვევს ანემიას ანუ სისხლის ნაკლებობას. ჰემოგლობინი თავისი აგებულებით შეიძლება შევადაროთ მცენარეების სისხლს ანუ ქლოროფილს, განსხვავება მხოლოდ ის არის , რომ რკინის ნაცვლად ქლოროფილში მაგნიუმია. ანემიით დაავადებულებს ურჩევენ რკინით მდარი პროდუქტების მიღებას , მაგ. ძროხის ხორცს, ღვიძლს ,გარგარს, კვერცხის გულს და ა.შ.უნდა აღინიშნოს , რომ ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესს ხელს უწყობს მანგანუმი ,მას კი შეიცავს თხილი, ნიგოზი, წიწიბურა და ა.შ. ასევე ჩ ვიტამინი კალციუმი შედის ძვლების კბილების შედგენილობაში, მონაწილეობს სისხლის შედიდებაში.
კალციუმის ნაკლებობა იწვევს ოსტეოპორეზს ანუ ძვლების დაშლას, კარიესს. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს კომბოსტო. ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში. ნატრიუმის იონების ნაკლებლობა ორგანიზმში იწვევს კრუნჩხვებს. სწორედ უმარილო დიეტას მიმართავდნენ ერთერთი ქვეყნის სამუდამო პატიმრობაში მყოფებისთვის და ისინი საშინელ ტკივილს განიცდიდნენ. ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა იწვევს ჰიპერტონიას ანუ მაღალ წნევას.
ოქროს დამუშავება დაიწყო ქვის ხანის დასასრულს შუმერში, ბაბილონში, ასურეთში,ინდოეთში და ჩინეთში,მაგრამ პირველად იგი ათვისებული იქნა ეგვიპტეში. მეცნიერთა აზრით ეს მოხდა დაახლოებით 4500 წელს ჩვენს ერამდე.უკვე ძველი ეგვიპტელი ფარაონები ფლობდნენ ოქროს კოლოსალურ რაოდენობას.ასევე ალექსანდრე მაკედონელის მფლობელობაში იყო უზარმაზარი რაოდენობის ოქრო,ხოლო იულიუს ცეზარის დროს რომი ფლობდა დაახლოებით 1500 ტონა ოქროს. ოქროს უდიდესი ქვიშრობები არსებობდა ძველ ეგვიპტეში, თებეს აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში.ეგვიპტელები ოქროს შემცვლელ ქვიშას რეცხავდნენ და ხის დიდ გობებზე აგროვებდნენ ოქროს უმცირეს ნაწილაკებს, შემდეგ მას ადნობდნენ თიხის ქვაბებში და ჩამოასხამდნენ მოზრდილ ზომებად შემდეგ ქვის ჩაქუჩებით აბრტყელებდნენ თხელ ფურცლებად და მით ახდენდნენ სხვა საგნების მოოქვრას, ან სამკაულების გამოჭედვას. �� �� ოქრო ოქროს ადრეულ პერიოდიდანვე მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ, რადგან ოქრო ბუნებაში თვითნაბადი სახითაც გვხდება. ოქროსგან ამზადებდნენ სამკაულებს, ჭურჭელს, მონეტებს და ა. შ. ჩვ.წ. აღ. 3000 წლით ადრე ეგვიპტეში, ინდოეთში,ჩინეთში ცნობილი იყო ოქროს დამუშავების ხელოვნება. ამ ქვეყნებთან ერთად საქართველოც უნდა ავღნიშნოთ, თუნდაც ლეგენდა არგონავტებზე. ფიქრობდნენ , რომ ოქროს საწმისზე დაწერილი იყო ოქროს მოპოვების საიდუმლო, თუმცა ცხვრის ტყავი სინამდვილეში აკავებდა მდინარის წყლის მიერ ჩამოტანილ ოქროს ქვიშას. დღესდღეობთ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემონახულია ოქროს უძველესი ნაკეთობები , რომელიც დავათვალიერეთ. ოქრო ყვითელი ფერის, საკმაოდ რბილი და პლასტიკური მეტალია მისი გაბრტყელება შეიძლება 0,0002 მმ. სისქეზე, ის ადვილად იღუნება ხალითაც. 1გრ. ოქროს გაწელვა შეიძლება 2კმ-ზე. ასევე თმის სისქეზე ბევრად უფრო წვრილად. ოქრო არ იხსნება არცერთ მჟავაში მხოლოდ "სამეფო წყალში", რაც ერთი წილი აზოტმჟავას და სამი წილი მარილმჟავას ნარევს წარმოადგენს.
ოქროს მდიდარი საბადოები იყო მცირე აზიაში. აქ ლიდიის ცნობილმა მეფემ ალიანტმა ძვ.წ. \/I საუკუნეში პირველად მოიჭრა ოქროს მონეტები.ასევე ოქროს მოპოვება და დამუშაება სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის უძველესი ქართველი ტომების განსხვავებულ ტერიტორიებზე. ძვ.წ III ათასწლეულის ბოლოს თრიალეთის, ალაზნის და მესხეთის ყორღანულ სამარხებში ნაპოვნი ოქროს ნივთები: გულსაბმელები, ფირფიტები, ყელსაბამები, სამაჯურები, ლომის პატარა ფიგურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოქროს თასი, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით და ხელოვნების იშვიათი ნიმუშს წარმოადგენს.
�� ვერცხლი ვერცხლი ისევე , როგორც ოქრო ადრეულ პერიოდშივე მოიპოვებოდა და ამუშაბვბდნენ .ვერცხლისგან მზადდებოდა სამკაულები, ჭურჭელი, მონეტები. ნებისმიერი ქიმიური ელემენტის აღწერისას მიღებულია, რომ მივუთითოთ მისი აღმომჩენის ვინაობა და აღმოჩენის ისტორია. სამწუხაროდ ასეთი მონაცემები ვერცხლის შესახაებ არ არსებობს. ვერცხლს იყენაბდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეცნიერები არ არსებობდნენ, ეს ადვილად აიხსნება, რადგან ოქროს მსგავსად ვერცხლიც თვითნაბადი სახით მოიპოვებოდა. ასურეთში ვერცხლს "მთვარის ლითონს" უწოდებდნენ და ის ისევე ფასობდა , როგორც, ოქრო- ეგვიპტეში. ვერცლისგან არა მარტო სამკაულებს და მონეტებს ამზადებდნენ არამედ სარკესაც. ოქროს და ბრინჯაოს სარკეები არ მზადდებოდა არა ფასის გამო, არამედ ფერის გამო. ვერცხლის ფირფიტები სწორად ასახავდა სახის ფერსა და ნაკვთებს. ვერცხლის ბაქტერიოციდული თვისებები ყველასთვის ცნობილია. 10გრ. ვერცხლი საკმარისია 50 კუბური მეტრი წყლის დეზინფიცირებისათვის. მაგრამ ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობა მომწამლავია, თუმცა ეს უფრო მიკროორგანიზმებს ეხება, მაკროორგანიზმებში მიმოცვლის რეაქციები უფრო ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ვერცხლის იონები კლავს მიკროორგანიზმებს , მაგრამ უვნებელია ადამიანისთვის.
კეთილი ჯუჯები იუტას შტატიდან იუტას შტატი აშშ -ში ერთ დროს საკმაოდ განთქმული იყო სპილენძის მდიდარი საბადოებით. მაგრამ არც ბუნების წყალობა ულევი, დადგა დრო და მადნის მარაგი სრულიად ამოიწურა. მე -20 საუკუნის დასაწყისში მაღარო წყლით ამოავსეს და მიატოვეს. ორიოდე წლის შემდეგ საჭირო გახდა წყლის ამოტუმბვა. წარმოიდგინთ მეწარმეთა გაკვირვებ, როდესაც ამ თითქოსდა ამოწურულ საბადოში 12 ათასი ტონა სპილენძის მადანი აღმოჩნდა დაგროვილი. ნუთუ იქ გრიმების ზღაპრულმა ჯუჯებმა დაიდეს ბინა?! ასეთი საკვირველება არა მარტო იუტას შტატში მოხდა, იგივე განმეორდა მქსიკის ერთ-ერთ მიტოვებულ მაღაროშიც, სადაც 10 ათასი ტონა სპილენძი დაგროვდა. კეთილ ჯუჯებად აქ მოგვევლინენ ბაქტერიები! მათი ერთ-ერთი საკვებ არეს ზოგიერთი მეტალის გოგირდნაერთები წარმოადგენს. სპილენძი კი ბუნებაში ჩვეულებრივად წყალში უხსნადი სულფიდის სახით გვაქვს. სწორედ მას ემტერება ეს ბაქტერიები, სწრაფად ჟანგავენ რა წყალში ხსნად ნაერთამდე. საინტერესოა, რომ აღნიშნული ბაქტერიები ღარიბი გამოფიტული მადნებითაც კმაყოფილდებიან. კვლევით აღმჩნდა, რომ შესაძლებელია შეირჩეს ბაქტერიების ისეთი სახეობა, რომლებიც არა მარტო სპილენძის, არამედ ოქროს, რკინის, ნიკელის, ურანის ამოწვლილვა შეუძლიათ.
�� ბრინჯაო პირველი შენადნობი, რომელიც ადამინის მიერ იყო მიღებული არის ბრინჯაო. ბრინჯაოს განვითარებამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ბრინჯაოს და ოქროს ნაკეთობების ჭეშმარიტი ხელოვნები იყვნენ ეტრუსკები. მთელ მსოფლიოს წყუროდა მათი ხელიდა გამოსული ნაკეთობებებს დაპატრონებოდნენ. ეტრუსკები წარმოშობით მცირე აზიიდან იყვნენ და ზოგიერთი მეცნიერის აზრით ისინი ქართველი ერების მონათესავე ხალხი იყო. ჩვ. წ. აღ.მე-3 ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე კარგად იყო განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგია. არქეოლოგიური გათხრების დროს ვხვდებით სადნობი ღუმელების ნაშთებს, ბრინჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს. საქართველოში ძირითადად დარიშხანიანი ბრინჯაოს შენადნობი გვხდება, რადგან საქართველოში არ იყო კალის საბადოები. მეტალურგიის ცენტრები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო რიონის ზემო წელზე სოფელ ღებთან. აფხაზეთსა და ჭოროხის ხეობაში იმ დროს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბრინჯაოს იარაღი- კოლხური ცული გავრცელებული იყო შავიზღვისპირეთში ორდუდან ნოვორასიისკამდე. ბრინჯაო რკინაზე მტკიცეა და მასზე ამინდის ცვალებადობა არ მოქმედებს. ამ თვისებების გამო ბრინჯაო კარგ მსალად ითვლება ღია ცის ქვეშ მდგარი ქანდქკებებისთვის. როდოსის კოლოსის ასაგებად სხვადასხვა ფორმის ნაწილებისა და ფურცლების ჩამოსხმა იყო საჭირო.ერთ-ერთი უძველესი წყაროს თანახმად როდოსის კოლსი 13 ტონა ბრინჯაოს შეიცავდა. სინადვილეში ბრინჯაო უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. სპილენძის და კალის ნაჭრებს წონიდნენ, რათა ბრინჯაოს ჩამოსასხმელად საჭირო პროპორცია მიეღოთ. ვარაუდობენ , რომ როდოსის კოლოსის აგებისას გამოყენებულ ბრინჯოს შენადნობში სპილენძის წილი 80 -90 პროცენტს შეადგენდა. სპილენძს და კალას ერთმანეთში ურევდნენ და ადნობდნენ.
რკინა ამ აღმოჩენებით სამხრეთ კავკასიელებმა და აღმოსავლეთ ანატოლიის მეტალურგებმა შეძლეს გამოეწრთოთ შრომისა და საბრძოლო იარაღები ადრე უნახავი სიმტკიცისა და მჭრელი თვისებებისა. ამით მათ გზა გაუხსნეს კაცობრიობას ბრინჯაოს ხანიდან- რკინის ხანისკენ. რკინის ხანის დაწყება აღმოსავლეთ ხმელთაშუზღვისპირეთში აღინიშნა სამეურნეო და პოლიტიკური აზროვნების მკვეთრი ცვლილებით. რკინის დამზადების ადგილები მალე გადაიქცა ძალაუფლების მოყვარე მმართველობის და დამპრყობლების სამშობლოდ. უძველესი ცნობები ნაწრთობი რკინის შესახებ დაცულია მითანისა და ხეთების მეფეთა წარწერებში. აქვე ჩანს თუ როგორ თხოვს ეგვიპტის უძლეველი ფარაონები გაუგზავნონ "კეთილი რკინა" - ასეა მოხსენებული ნაწრთობი რკინა. 1927 წ. როდესაც გათხრილი იქნა არქეოლოგების მიერ ცნობილი ფარაონის- ტუტანხამონის აკლდამა მასში აურაცხელ ოქროს სამკაულებსა და ნივთებს შორის ერთადერთი პატარა რკინის ავგაროზი იპოვეს, რასაც ისტორიის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რკინის მეტალურგიის საუკეთესო ოსტატები იყვნენ ხეთები,ურარტუელები და განსაკუთრებით მათ შორის მცხოვრები ქართველი ტომები- ხალიბები. ამიტომაც ძველი ბერძნები "კარგ რკინას " - "ხალიბურს" უწოდებდნენ და ამით გამოარჩევდნენ მას სხვ უწრთობელი რკინისგან.
რკინის მადანი ადამიანებმა რკინის მადანს ყველაზე ბოლოს მიაგნეს თუმცა მეტეორიტულ რკინას უძველეს დროიდან იცნობდნენ გერმანელი მეცნიერი ”კარლ ბაკსი” მიუთითებდა, რომ ეგვიპტურ სამარხებში არის გამოჭედილი რკინის ყელსაბამი, რომელიც ჩვენს ერამდე 3800 წელს მიეკუთვნებოდა. რკინის მადნის არსებობა შეუმჩნეველი დარჩა, როგორც პირენეის ასევე სინაის ნახევარკუნძულზე საკმაო რაოდენობის რკინა მადანი იყო. სამაგიეროდ სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ანატოლიის მცხოვრებთ არ გამორჩენიათ მხედველობიდან სპილენძის საბადოების ახლოს ზედაპირზე გამოსული ქანები, რომელსაც გადანატეხზე ჰქონდა მქრქალი ლითონური ბზინვარება და მურა ფერი. ეს იყო წითელი ჟანგმიწა 50% მეტალი რკინის შემცველობით. კავკასიელი მეტალურგების ყველა თავდაპირველი მცდელობა ამ მადნის გადნობისა ტიბეთში, როგორც ამას აკეთებდნენ ოქროს, ვერცხლს და სპილენძის შემთხვევაში, წარუმატებელი აღმოჩნდა.
მეტლათა შენადნობები მეტალთა შენადნობებს უფრო დიდი გამოყენება აქვს ვიდრე მეტალებს. შენადნობები მიიღება ორი ან მეტი გამდნარი მეტალის, აგრეთვე მეტალებისა და არამეტალების შერევით. შენადნობების თვისებები განსხვავდება მეტალების თვისებებისგან. შენადნობების დნობის ტემპერატურა ჩვეულებრივ დაბალია, ხოლო სიმტკიცე და სიმაგრე - მაღალი, ვიდრე მასში შემავალ მეტალებს აქვს. ფოლადი არის რკინისა და 1,7 პროცენტი ნახსირბადისგან მიღებული შენადნობი, ის ასევე შეიცავს მანგანუმს,სილიციუმს,გ���გირდს და ფოსფორს. თუჯიც რკინისა და ნახსირბადის 2 პროცენტამდე შენადნობია შეიცავს ,ასევე გოგირდს, ფოსფორს, სილიციუმს. ის მყიფეა ე.ი. დარტყმისას იმსხვრევა. ბრინჯაო არის პირველი შენადნობი, რომელიც მიიღო ადამიანმა ის შედგება სპილენძის, კალის, ალიუმინის, ტყვიის, სილიციუმისაგან. საინტერესოა , რომ საქართველოში მიღებული ბრინჯაო შეიცავდა დარიშხანს.
მეტალთ ა კოროზია მეტალები განიცდიან კოროზიას ე.ი. გარემოს მოქმედებით იშლებიან. გამოთვლილია ,რომ რკინის კოროზიისაგან დანაკარგი შეადგენს ყოველწლიური გამოდნობის დაახლოებით 10 პროცენტს. კოროზიისგან დაცვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. 1. კოროზიისადმი უფრო მდგრადი მეტალებით დაფარვა მაგ. თუთიით , კალით , ტყვიით, ნიკელით, ქრომით. 2. ლაქებით ან საღებავებით დაფარვა 3. ინჰიბიტორების ანუ ისეთი ნივთიერებების დამატება , რომლებიც ანელებენ ჟანგვის რეაქციას.
ტუტე მეტალები პერიოდული სისტემის პირველ მთავარ ჯგუფში განლაგებულ მეტალებს ეწოდებათ ტუტე მეტალები, რადგან ისინი წყალში გახსნისას წარმოქმნიან ტუტეებს.ეს მეტალები თეთრი ფერისაა , გარდა ოქროსფერი ცეზიუმისა .ისინი რბილი მეტალებია ყველაზე მაგარია ლითიუმი, ცეზიუმი ცვილივით რბილია. ტუტე მეტალების გაჭრა პლასმასის დანითაც შეიძლება. ტუტე მეტალები საკმაოდ აქტიური მეტალებია ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხდება, რადგან შედიან რაქციაში ჟანგბადთან , ჰალოგენებთან , გოგირდთან და ა.შ. ლითიუმი და ნატრიუმი გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში.
გალიუმი ვერცხლისწუალს , რომ დნობის დაბალი ტემპერატურა აქვს ყველამ იცის , მაგრამ ის ,რომ მეტალი ლღვებოდეს +30 გრადუსზე და -30 გრადუსზე თხევადი იყოს , ბევრმა არ იცის. ასეთი საკვირველი თვისება ერთ-ერთ იშვიათ მეტალს- გალიუმს აღმოაჩნდა.მართალია 30 გრადუსზე ლღვება და, მაშასადამე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე მყარ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ ამასთან მას აქვს უნიკალური თვისება- თვეობით დაჰყოს გადაციებულ , თხევად მდგომარეობაში, ზოგჯერ -40 გრადუსზეც. მხოლოდ შენჯღრევისას ან კრისტლის ჩაგდებისას ის გამყარდება. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მოცულობა საგრძნობლდ იზრდება.
მეტალი, რომელმაც რომის იმპერია იმსხვერპლა მძიმე ლითონები ოქრო, ვერცხლი და სხვა ოდითგანვე ძვირფასად ითვლებოდა და დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამ მეტალებისგან დამზადებული სამკაულების ჭურჭლის რაოდენობა მათი მფლობელის სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. მაგრამ უბედურება ის არის , რომ ბოლო დროის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ერთ-ერთი ასეთ ძვირაფასად მიჩნეული მეტალის ხმარება გამხდარა მიზეზი ისეთი ძლიერი სახელმწიფოს დაკნინებისა და დაცემისა, როგორიც რომის იმპერია იყო. რომელი ლითონი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ვერაგი?! ოქროსა და ვერცხლის გარდა ძველად რომის იმპერიაში ძვირფასად ითვლებოდა აგრეთვე სხვა მძიმე მეტალებიც, მათ შორის ტყვია. მისგან ამზადებდნენ სასმისებს და ჭურჭელს. მაგრამ ტყვია ხომ მომწამვლელია. განსაკთრებით საშიშია ნერვული სისტემისთვის, ქსოვილებისთვის, სისხლისთვის. სწორედ ეს მდგომარეობა გამოდგა საბედისწერო რომაელთათვის. განსაკუთრებით იწამლებოდნენ მდიდარი პატრიციები, რომლებიც უფრო მეტად ხმარობდნენ ამ "ძვირფასი ლითონის ჭურჭელს". მათი ორგანიზმი იმდენად უძლურდებოდა, რომ 20-25 წლის ჭაბუკი თავს გრძნობდა ღრმა მოხუცად. განსაკუთრებით მოქმედებდა ქალებზე იწვევდა უშვილობას.

Friday, March 19, 2010

dzvirfasi qvebis qimiur-kristaluri meseris shesaxeb















ძვირფასი ქვები








ძვირფასი ქვები- რომელთაც სატანის ქმნილებას ეძახიან ძვირფასი ქვები თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით ყოველთვის იპყრობდნენ ადამიანის ყურადღებას.მათი გამოყენების ისტორია ისევე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია. ცნობებს ძვირფასი ქვების შესახებ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში და ჰომეროსის უკვდავ ,,ილიადაში ვხვდებით ჰეროდოტე თავის ნაშრომებში რამდენიმე ძვირფას ქვას ასახელებს. თეოფრასტემ დაგვიტოვა ,,ტრაქტატი ქვებზე, რომლებშიც იგი 16 ძვირფას ქვას აღწერს. საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ,,ბუნების ისტორიაში პლინიუსი. მეთვრამეტე საუკუნეში ალბერტ დიდი თავის ნაშრომში ,,ტრაქტატი მინერალებზე ასახელებს მრავალ ახალ, მანამდე უცნობ მინერალს. საკმაოდ საინტერესოა თომა აქვინელის თხზულება ,,მინერალთა ბუნება, სადაც იგი აღწერს ყალბი და ძვირფასი ქვების დამზადების ორიგინალურ მეთოდებს. გარდა სამეცნიერო შრომებისა, ძვირფას ქვებთან დაკავშირებულია უამრავი სათავგადასავლო ისტორია, ლეგენდა და თქმულება. ერთ-ერთი ასეთი თქმულება გადმოგვცემს, რომ ძვირფასი ქვები სატანამ შექმნა. მან შეამჩნია ევას გატაცება ფერად-ფერადი ყვავილებით და მიწის ამ ქმნილებებს მიანიჭა არაჩვეულებრივი ბრწყინვალება და ფერები, რათა ადამიანების გულებში აღეძრა სიხარბე, ცდუნება და სხვა ქვენა გრძნობები. შედარებით პროზაული, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ძვირფასი ქვების გეოლოგიური წარმოშობა. ისინი წარმოიქმნენ ძირითადად დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების და შემდგომ პერიოდში მიმდინარე გეოქიმიური პროცესების შედეგად. ამ პროცესების მიმდინარეობის სხვადასხვა პირობები განსაზღვრავს ბუნებრივი მინერალების საოცარ სიუხვეს.


ნაწილი მინერალებისა, ყალიბდებოდა დედამიწის ქერქის სიღრმეში თვით დედამიწის ენერგიის ხარჯზე (ენდოგენური მინერალები). ზოგიერთი მინერალი საბოლოო სახეს დედამიწის ზედაპირზე ღებულობს მზის ენერგიის გამოყენებით (ეგზოგენური მინერალები). არის მინერალების ჯგუფი, რომლებიც წარმოიშვებიან დედამიწის ქერქში ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებების შედეგად ადრე არსებული მინერალების ან ქანების შემდგომი გარდაქმნებით (მეტამორფული მინერალები). ყველა ძვირფას ქვას კრისტალური აღნაგობა აქვს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მათი ატომები წარმოქმნიან წესიერ სტრუქტურას. ამ საერთო წესიდან გამპნაკლისს წარმოადგენენ ორგანული წარმოშობის ქვები: გიშერი, მარგალიტი, ქარვა და მარჯანი. სიტყვა კრისტალი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ყინულს. პირველად ,,კრისტალი ეწოდა კვარცს, რადგან მისი გამჭვირვალეობის გამო ითვლებოდა, რომ იგი გამყარებული წყლის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს. შემდგომში მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ მლაშე წყლის აორთქლებისას გამოიყოფა ერთმანეთის მსგავსი მბრწყინავი პრიზმები. მათ ეს მოვლენა აღიქვეს, როგორც გამყარებული წყლის კიდევ ერთი ფორმა და სიტყვა ,,კრისტალმა მყარად მოიკიდა ფეხი სამეცნიერო ლიტერატურაში. კრისტალი მყარი, მრავალწახნაგოვანი სხეულია, რომელშიც ელემენტარული ნაწილაკები კანონზომიერადაა განლაგებული სივრცობრივი ჯგუფებისა და შესაბამისი მესერის გეომეტრიული კანონების თანახმად. კრისტალის როგორც მყარი სხეულის სიმაგრეს, განაპირობებს ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ მათ შემადგენელ ნაწილებს შორის, ძირითადად გვხვდება ოთხი სახის კრისტალური მესერები: ატომური, იონური, მეტალური და მოლეკულური. ატომური მესრის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს ნეიტრალური ატომები, რომლებიც ერთმანეთთან კოვალენტური ბმებით არიან დაკავშირებული. ასეთი კრისტალის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ალმასი.მთელ რიგ არაორგანულ ნაერთებში და მინერალების უმრავლესობაში კრისტალური მესერი შედგენილია იონებით. ასეთ კრისტალურ მესერს იონური მესერი ეწოდება. აქ ცალკეული ატომები ან ატომთა ჯგუფები იონიზირებულნი არიან და გააჩნიათ დადებითი ან უარყოფითი მუხტი. საწინააღმდეგო მუხტიან ნაწილაკებს შორის მიზიდულობის საფუძველზე აღიძვრება იონური ბმის ძალები. ამ ძალების სიდიდე განაპირობებს კრისტალის ელემენტარული უჯრედის ზომას და ფორმას. თავის მხრივ კი იონების ბმა დამოკიდებულია იონების ზომაზე. მუხტის სიდიდეზე და ა.შ. იონური მესერი გააჩნიათ ისეთ კრისტალებს, როგორიცაა სუფრის მარილი, კალციტი, ფლუორიტი და ა.შ. მოლეკულური მესრის კვანძებში განლაგებულია მოლეკულები. მათ შორის მოქმედებენ ნარჩენი, ანუ ვან-დერ-ვალსური, თუმცა თვით მოლეკულების შიგნით ბმემი კოვალენტურია.


მეოთხე ტიპის მესერი – ეს არის ლითონური მესერი. მის ელემენტებს შორის ბმა ხორცილედება ლითონების დამუხტულ იონთა აგრეგატებს შორის არსებული ელექტრონული ღრუბლის მეშვებით. კრისტალების ეს ორი ტიპი, მოლეკულური და ლითონური, ძვირფას ქვებში შედარებით იშვიათად გვხვდება. ძვირფასი ქვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ფერი. ბუნებრივ ქიმიურ ნაერთებში წარმოშობის მიხედვით არჩევენ შეფერვის სამ სახეს: იდიოქრამატულს, ალოქრომატულს და ფსევდოქრომატულს. იდიოქრომატული ნიშნავს საკუთარ ფერს, რომელიც განპირობებულია მინერალში ფერის გამომწვევი ელემენტების არსებობით. ასეთი ელემენტია: Fe, Cr, Co, Ni, Cu, Ti, V, W, Mn, Mo. იდიოქრომატული კრისტალებია: ზურმუხტი, ლალი, საფირონი და ა.შ. ალოქრომატულ მინერალში ფერი გამოწვეულია არა მინერალის ქიმიური ბუნებით, არამედ წვრილად გაფანტული მინერალური მიანრევებით (ავანტიურინი)ფსევდოქრომატული, ანუ ცრუ ფერი დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ოპტიკური ეფექტებით; მეტწილად ინტერფერენციასთან (ტოპაზი), ოპალესცენციასთან (ოპალი), ირიზაციასთან (ლაბრადორი) და ა.შ. ძვირფასი ქვების სხვა დამახასიათებელი თვისებებიდან არსანიშნავია ელვარება, გამჭვირვალობა, სიმაგრე. პრაქტიკაშI მინერალების ფარდოფითი სიმაგრე განისაზღვრება ე.წ. მოოსის სკალით. 1. ტალკი 6. ორთოკლაზი2. თაბაშირი 7. კვარცი3. კალციტი 8. ტოპაზი4. ფლუორიტი 9. კორუნდი5. აპატიტი 10. ალმასი
ეს სკალა აგებულია იმ პრინციპით, რომ თითოეული მინერალი კაწრავს მის წინ მდებარე მინერალებს,ხოლო თვითონ იკაწრება მხოლოდ შემდეგით. ყველა ამ თვისების ერთობლიობა გვაძლევს ძვირფასი ქვების შეფასების საშვალებას. ისინი იყოფიან სამ რიგად. პირველი რიგის ქვებია: ალმასი, საფირონი, ლალი, ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ქრიზობერილი, კეთილშობილი შპინელი, ელვალიზი და მარგალიტი. მეორე რიგში შედის: ტოპაზი, აკვამარინი, ბერილი, წითელი თურმალინი, დემანტოიდი, ფენაკიტი, ამეთვისტო, ალმადინი, უვაროაიტი, ჰაიცინტი, კეთილშობილი ოპალი, ცირიკონი, სპოდუმენი. მესამე რიგის ქვებია: ფირუზი, მწვანე და პოლიქრომატული თურმალინი, ძოწი, კორდიერიტი, კიანიტი, ეპიდოლი, დოპაზი, მთის ბროლი, კვამლია კვარცი, ამეთვისტო (ღია ფერის), ქალცედონი, აქტი, სარდიონი, პლაზმა, ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი, ნახევრად ოპალი, მზის ქვა, ლაბრადორი, სელენიტი და სხვა. ალმასი ძვირფასი ქვების დედოფალია. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმაგრით, მაღალი შუქტეხით, ძლიერი დისპერსიით, მკვეთრი ელვარებით. ყველა ძვირფას ქვასთან შედარებით ალმასს ყველაზე მარტივი შედგენილობა აქვს. იგი ძვირფას უბრალო კრისტალური ნახშირბადია. სუფთა ალმასი გამჭვირვალეა და ძალიან ძვირად ფასობს. ხშირად რკინის ოქსიდის მინერავები ალმას მოყვითალოდ ფერავს, ცნობილია აგრეთვე მომწვანო, მოყავისფრო, ვარდისფერი, წითელი, ლილისფერი, ლურჯი და შავი ალმასები. ყველა ეს შეფერილობა გამოწვეულია სხვადსხვა მინარევით. გარდა ამისა, ალმასს შეიძლება ხელოვნურადაც შევუცვალოთ ფერი: ნეიტრონების ნაკადით დაბომბვისას ალმასის კრისტალები მწვანდება. გახურების შედეგ ალმასი ნაწილობრივ უფერულდება, მაგრამ საბოლოო სახით აღარ აღდგება, ელექტრონების ნაკადით დაბომბვისას ალმასი ლურჯდება.

ალმასის ფასი განისაზღვრება მისი წონით, გამჭვირვალობით და სხვადასხვა თვისებებით. მთელ რიგ ქვეყნებში მიღებულია ალმასის ფასის განმსაზღვრელი ფორმულა: C=0,5P(+2)Q სადაც C ალმასის ფასია ალმასისი ფასი კარატებში (1 კარატი=0,2 გრამს) Q_ერთი კარატის ფასი მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი “კულინანი” 1905 წელს აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში. მისი წონა იყო 3106 კარატი. იგი 150000 გირვანქა სტერლინგის ფასად შეიძინა ტრანსვაალის მთავრობამ და 1907 წლის 9ნოემბერს, დაბადების დღეზე აჩუქა ინგლისის მეფე ედუარდ VII_ს. შემდგომში ამ ალმასიდან გამოაწახნაგეს მსოფლიოს უდიდესი ბრილიანტი “კულინანი”_I, ანუ “აფრიკის ვარსკვლავი”_530,2 კარატი და აგრეთვე სხვა 104 ბრილიანტი, მათ შორის ცნობილი ბრილიანტები: “კულინან_II” (317,4 კარატი), “კულინან”_III (94,4 კარატი), “კულინან_IV” (63,65 კარატი) და სხვა.
მსოფლიოს სხვა ცნობილი ალმასებიდან აღსანიშნავია: “ჯონკერი”_ 720კარატი, “პრეზიდენტი ვარგასი”_726,6კარატი, “სამხრეთის ვარსკვლავი” _254 კარატი. “სიერა ლეონეს ვარსკვლავი” (198,8კარატი) უკანასკნელ დროში ნაპოვნი უდიდესი ალმასია. საბჭოთა კავშირში ალმასების ფონდში ინახება ალმასების შესანიშნავი კოლექცია, მათ შორის გამოირჩევა ალმასი “ორლოვი”_198,62 კარატი; ალმასი “შაჰი”_88,7 კარატი. ამ ალმასის წახნაგებზე, არაბულ ენაზე, ამოკვეთილია მისი სამი მფლობელის სახელები; ალმასი”მარია”_105,9 კარატი; “ჩეკისტი”_95,0 კარატი; “ოქტიაბრსკი”_68 კარატი და ა.შ. სიმაგრის მიხედვით მეორე ადგილი უკავია კორუნდს. მისი ქიმიური ფორმულაა AL2O3. იგი ფართოდ არის ცნობილი ლალის და საფირონის სახელწოდებით. ჩღ3+ და FE3+ იონები განაპირობებენ ლალის წითელ შეფერილობას, ხოლო ტიტანის ჟანგის მინარევები უფერო კორუნდს ლურჯად აფერადებენ და წარმოქმნიან საფირონს. საერთოდ, ბუნება მეტად ძუნწია ლურჯი ქვების მიმართ და ნამდვილი მშვიდი ლურჯი ელფერით მხოლოდ საფირონი გამოირჩევა. კორუნდის ფერთა სიმრავლე ამ ორი ფერით არ ამოიწურება. არსებობენ შესანიშნავი ყვითელი, თითქმის უფერო, ლილისფერი, ცისფერი, და მომწვანო ქვები.



მინერალ ბერილის ქიმიური შედგენილობა განისაზღვრება ფორმულით BE3AL2 {ში6O18}. მინარევების სახით ბერილი ხშირად შეიცავს NA2O, K2O, LI2O, RB, Cs, Mn, FE და Cr ამის გამო ბერილი შეიძლება შეგვხვდეს თეთრი, ყვითელი, მოყვითალო, მწვანე, მტრედისფერი, კაშკაშა მწვანე, ვარდისფერი. მწვანე ბერილს ზურმუხტი ეწოდება. ზურმუხტის მომწვანო_მოლურჯო სახესხვაობა აკვამარინის სახელწოდებითაა ცნობილი. ზურმუხტის დიდი ზომის (5_6 კარატზე მეტი) უზადო კრისტალები დიდი იშვიათობაა და ხშირად ალმასზე ძვირად ფასობს. მარგალიტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძვირფას ქვებში, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობისა და ხელოვნურად გაზრდილი მარგალიტების კონკურენციისა, ნამდვილი ბუნებრივი მარგალიტი კვლავაც ძალიან ძვირად ფასობს მარგალიტებს გამოიმუშავებენ მოლუსკების ზოგიერთი სახეობები, რომელთაც გააჩნიათ ორსაგდულიანი ნიჟარა. ეს ნიჟარები ერთმანეთთან მხოლოდ ერთი გვერდით არიან დამაგრებულები. ამ მოლუსკების შინაგანი ორგანოები გახვეულია ე.წ. მანტიაში, რომელიც გამოყოფს ორგანულ ნივთიერებას კონხიონიდას. უფრო სიღრმეში განლაგებულია ზონა, რომლის უჯრედები გამოყოფენ კალციტს ან არაგონიტს და მოლუსკს გააჩნია მესამე ზონაც, სადაც ხდება კალციუმის კარბონატის უმცირესი ზომის ქერცლების გამომუშავება. ყველა ეს მასალა თანმიმდევრობით ეფინება მოლუსკის კედლებს
და წარმოქმნის სადაფს. თუ ნიჟარაში მოხვდება უცხო სხეული, მაგალითად, ქვიშის მარცვალი, ნივთიერებები დაიწყებენ მასზე დაფენას და რამდენიმე წელიწადში წარმოიქმნება მარგალიტი. ფერისა და ელვარების მიხედვით არჩევენ რამდენიმე სახესხვაობას: ინდოეთის მარგალიტი_ნაზი ვარდისფერია; ავსტრალიის_სავსებით თეთრი; ვერცხლისფერი ელვარებით და ციმციმით, პანამის მარგალიტს ოქროსფერი ელვარება აქვს, ხოლო იაპონიის მარგალიტი მომწვანო ელფერით გამოირჩევა. უძველესი დროიდან ძვირფასი ქვები გამოიყენებოდა სამკაულებად. ყოველ ეპოქას თავისი საყვარელი ქვები ჰქონდა: ეგვიპტელები სიამაყით ატარებდნენ ზურმუხტის, ფირუზის, ამეთვისტოსაგან დამზადებულ სამკაულებს, ძველი რომაელები კი ყველაზე მაღლა ალმასებს და საფირონებს აყენებდნენ.სერამიდა, კლეოპატრა და უძველესი დროის სხვა დედოფლები თაყვანს სცემდნენ მარგალიტს. რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის მოდა კი უპირატესოდას ფერად ძვირფას ქვებს, ლალს, საფირონს და ტოპაზს ანიჭებდა. და ბოლოს რომანტიზმის ეპოქამ გაგვიხსნა ნახევრად ძვირფასი ფერადი ქვების სილამაზე.გარდა სამკაულებისა, ძვირფას ქვებს ძველ ქვეყნებში სხვა ფუნქციებიც ეკისრათ. ასტროლოგები მათ მაგიურ ძალებს მიაწერდნენ, ზოგიერი ქვა კი სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მაგალითად, ქარვა ითვლებოდა შესანიშნავ საშუალებად კანის, ყელის დაავადებისათვის რევმატიზმის საწინააღმდეგოდ. ტოპაზი დიპლომატების ქვად ითვლებოდა, რადგან მას დიდგვაროვანი ხალხის კეთილგანწყობა მოჰქონდა, კარნახობდა საუკეთესო რჩევებს, და მისი მფლობელი წინასწარ ხვდებოდა მტრის განზრახვებს. შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ სარდიონს შეუძლია “შავი მაგიის” დამარცხება, რომ იგი ეხმარება მფლობელს საიდუმლოს შენახვაში.აქვამარინი ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრების ავგაროზად ითვლებიდა. ამასთანავე, მას თითქოს გააჩნდა უნარი მისი მფლობელის აზრები მიეპყრო იმის მიმართ, ვინც ეს ქვა აჩუქა. შუა საუკუნეების ცნობილ ლეგენდაში ელოიზამ, შორს მიმავალ გულისსწორს აკვამარინის ბეჭედი აჩუქა, და ისიც სახიფათო მოგზაურობის ჟამს გამუდმებით ელიოზაზე ფიქრობდა. მას შემდეგ აქვამარინს “ელიოზას ქვასაც” უწოდებენ. ძველი ელინური ლეგენდის მიხედვით ამეთვისტო დათრობისაგან იცავდა დავის მფლობელს. რომის პაპის ალექსანდრე VI ცნობილი ვაჟი ცეზარე ბორჯია ატარებდა უზარმაზარი ლალის ბეჭედს_”ბორჯიას ალს”. როგორც იგი ირწმუნებოდა, ამ ბეჭედმა მრავალჯერ გადაარჩინა სიკვდილს, რადგან ლალი შხამთან შეხებისასა ფერს იცვლიდა. ბრილიანტის თვალი ისე უნდა ეტარებინათ. რომ იგი კანის ზედაპირს შეჰხებოდა. გარდა ამისა, ბრილიანტს არ მოჰქონდა ბედნიერება, თუ იგი პატიოსანი გზით არ იყო შეძენილი. მაგრამ ბრილიანტთან და ალმასთან დაკავშირებული ლეგენდებიდან მაინც სისხლიანი ამბები სჭარბობს. საქართველოში ძვირფასი ქვები უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ძველი ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცნობილი იყო ასამდე სახის და სახესხვაობის მინერალი. საეკლესიო წიგნების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სამეცნიერო ტრაქტატების მინერალოგიაში, მათ შორის: “თვალთაი” “მინერალთა თვისებანი და მოთხრობები მათ გამო”, “პატიოსან თვალთათვის” “კალმასობა” და სხვანი.

metaluri bma


ქიმიური ბმა არის ატომებს aნ ატომთა ჯგუფებს შორის მოქმედი ძალების ერთობლიობა ანუ ძალა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატომებს, იონებს ან მოლეკულებს. ქიმიური ბმის საშუალებით წარმოიქმნება ქიმიურად მდგრადი მრავალატომიანი სისტემა. ამ სისტემის ენერგია ყოველთვის ნაკლებია, ვიდრე ცალკეული ატომებისა.
ყოველი ატომი, რომელსაც დაუმთავრებელი გარე შრე აქვს, მიისწრაფვის გარე შრის დასრულებისაკენ.
მდგრადი გარე შრის მისაღწევად ატომს შეუძლია ელექტრონები სხვა ატომებს გაუნაწილოს, გასცეს ან სხვა ატომებისაგან შეიძინოს. ამის მიხედვით ვარჩევთ ქიმიური ბმის შემდეგ ძირითად სახეებს: კოვალენტური ბმა, იონური ბმა, მეტალური ბმა.
კოვალენტური ბმა ეწოდება ატომებს შორის ელექტრონული წყვილებით დამყარებულ ბმას(კოვალენტური ბმა მყარდება არამეტალების ატომებს შორის).


იონური ბმა წარმოიქმნება იონებს შორის ელექტროსტატიკური მიზიდვით(აგამეტალისა და მეტალის ატომებს შორის).

მეტალური ბმა დამყარებულია მეტალის კათიონებს შორის, მეტალურ კრისტალში თავისუფლად მოძრავი ელექტრონების საშუალებით.

Sunday, March 14, 2010















საქართველოში იმპორტირებული ბენზინი კიბოს, ნერვიული სისტემის მოშლილობას და თირკმლის პრობლემებს იწვევს

საქართველოში იმპორტირებული ბენზინი კიბოს, ნერვიული სისტემის მოშლილობას და თირკმლის პრობლემებს იწვევს, არ არის გამორიცხული ასევე, ბენზინის ხარისხი ქვეყანაში იმპორტირების შემდეგ იცვლებოდეს. ასე რომ, ხარისხის სერთიფიკატი შეიძლება ნამდვილი იყოს, ხოლო რეალიზებადი საქონელი გაყალბებული.







gამონაბოლქვი აირები - ნახშირბადი, აზოტი, გოგირდის ოქსიდები, ტყვიის ნაერთები და ბენზოლი - ამცირებენ სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევენ. ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ხდება ზრდის დაქვეითება, შესაბამისად, ჰაერში ტყვიის რაოდენობა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისათვის.




mსოფლიოში დიდი ქალაქების დაბინძურების ძირითად მიზეზს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. ჩვენს პლანეტაზე ავტომობილების რაოდენობა ამჟამად ასობით მილიონს აღწევს. მათი ზრდა ბუნებრივად დაკავშირებულია ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოებასთან. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლობით 0,7 მლრდ ტონა სასაქონლო ბენზინი მოიხმარება. კარბიურატორულ ძრავებში ბენზინის სრულ წვას ადგილი არა აქვს. არასრული წვა განსაკუთრებით ვლინდება ძველი ავტომობილების ძრავებში და ქალაქის პირობებში დაბალი სიჩქარით მოძრაობისას. ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ქალაქებში, დაკავშირებულია არამარტო დიდი რაოდენობით ატმოსფერული ჟანგბადის მოხმარებასთან, არამედ გარემოს დაბინძურებასთანაც.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის აირები მაღალტოქსიური ქიმიური ნაერთებია და ადამიანის ორგანიზმისათვის და მცენარეებისათვის საშიშ გარემოს ქმნიან. მსოფლიო საავტომობილო პარკი ყოველწლიურად ატმოსფეროში მაღალდისპერსიული აეროზოლის სახით დიდი რაოდენობით ტყვიას გამოტყორცნის. საწვავის არასრული წვის შედეგად ყოველწლიურად ატმოსფეროში 60 მლნ ტონა ნახშირბადის მონოქსიდი ხვდება.

რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, ნაკლებია მასში ტყვია, ბენზოლი (ან საერთოდ გამორიცხული), გოგირდი, არმოატული ნახშირწყლები, მით უფრო მაღალია მისი ხარისხი და მცირეა უარყოფითი გავლენა ძრავაზე და გარემოზე.
ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიური სიმძლავრე არ გააჩნიათ, რის გამოც იძულებული არიან მაღალოქტანური ბენზინის მისაღებად ეთილის სითხე გამოიყენონ (რაც ტყვიას შეიცავს). ასეთი რეცეპტურით წარმოებულ ბენზინს ეთილირებულს უწოდებენ და მისი მომზადება ბევრად ეკონომიურია.
ავტომობილებში თხევად ბენზინებთან ერთად, საწვავ პროდუქტად შეკუმშული ნახშირწყალბადოვანი აირი გამოიყენება. უკანასკნელის ოქტანური რიცხვი ბევრად მაღალია ბენზინთან შედარებით. ვინაიდან ნახშირწყალბადები შეიცავს დიდი რაოდენობით წყალბადს და ნაკლებად ნახშირბადს, ამის გამო წვის პროდუქტებში მცირეა ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა, აგრეთვე სხვა მავნე პროდუქტები.
ვინაიდან საქართველოში არ იწარმოება სასაქონლო ბენზინები, როგორ ხდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აღნიშნულ საწვავზე.
საქართველო დღეისათვის არ მიეკუთნება ნავთობის, გაზის მსხვილ მომპოვებელ და გადამამუშავებელ წამყვან რეგიონს. ის მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავ ნავთობპროდუქტებზე და გაზზე. წლიურად ავტოტრანსპორტზე მილიონ ტონაზე მეტი სასაქონლო ბენზინი მოიხმარება. ბენზინის, დიზელის საწვავის და სხვა ნავოთბპროდუქტების შემოტანა საზღვარგარეთიდან და მათი რეალიზაცია შიდა ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ხორცილედება. მათ კომპეტენტურობასა და საქმიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული გარემოს დაბინძურება. აღნიშნული ნავთობპროდუქტების იმპორტი ძირითადად ხორციელდება რუმინეთიდან, საბერძნეთიდან ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და იტალიიდან.


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიური ვითარება ძალზე დაძაბულია სათბობის ნამწვის დიდი ოდენობით დაგროვების გამო, ამიტომ, აუცილებელია ცენტრალიზებული, კომპლექტუსი, თანამედროვე აპარატურით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელსაც ევროპული ქვეყნების დონეზე საქართველოს სამამულო სტანდარტის მომზადება ხელეწიფება. ყველაზე მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს ერის ჯანმრთელობა და არა დილეტანტური მიდგომა პრობლემისადმი.

მთელს მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გლობალური პრობლემაა აწარმოონ მაღალოქტანური სასაქონლო ბენზინები ტყვიის, ბენზოლის (ან ისინი მთლიანად გამორიცხონ), გოგირდის და არომატული ნახშირწყალბადების ნაკლები შემცველობით. ე.ი. ისეთი მაღალი ხარისხის საავტომობილო საწვავი, რომელიც მთლიანად პასუხობს "კანონს ჰაერის სისუფთავეზე". ტრანსპორტის მიერ გამოტყორცნილი გამონაბოლქვი აირები ატმოსფეროს და საერთოდ გარემოს არაორგანული ნივთიერებებით აბინძურებს.
ნახშირბადის მონოქსიდი - ძლიერ შხამიანი გაზია. იგი უკავშირდება სისხლის ჰემოგლობინს და აფერხებს ჟანგბადის ტრანსპორტს ორგანიზმში. ნახშირის დიოქსიდი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. გოგირდის დიოქსიდი სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს და მიეკუთვნება კიდევ უფრო მავნე და კოროზიული მოქმედების ნივთიერებებს. აზოტის ოქსიდი წამოიქმნება ჰაერის აზოტის ჟანგბადთან ურთიერქმედებისას ძრავში. იგი ისევე მოქმედეს ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ნახშირჟანგბადის მონოქსიდი.
ეთილირებული ბენზინის გამოყენებისას წარმოქმნილი ტყვია და მისი ნაერთები იწვევენ ადამიანის ნერვული სისტემის დაზიანებას (განსკუთრებით ბავშვებში). ტყვიით და მისი ნაერთებით ორგანიზმის მცირედ მოწამვლის დროსაც კი ხდება ფიზიკური განვითარების, ზრდის დაქვეითება, მცირდება სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდეობა. ჰაერში ტყვიის რაოდენობა ზღვრულად დაშვებული კონცენტრაცია დაკანონებული ლიმიტის ზევით განსაკუთლებით საშიშია ჩვილებისა და მოხუცებისათვის, იწვევს ზრდასრული მოსახლეობის ჰიპეტროფულ და კარდიოვასკულარულ დაავადებებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტყვია, მანგანუმი და მათი ნაერთები უარყოფილ ზემოქმედებას ახდენენ არამხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯარმრთელობაზე, არამედ საზოგადოების სოციალურ სიჯანსაღეზეც. იწვევს დანაშაულებათა პროვოცირებას და ადამიანის არამოტივირებული აგრესიულობის ზრდას უწყობს ხელს. გარემოს ევროპის ეკონომიკური განვითარების რეკომენდაციით ტეტრა-ეთილ-ტყვიის გამოყენება დასავლეთ ევროპაში აკრძალულია. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი ისევ იყენებენ ამ იაფ და ეფექტურ დანამატს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ღონისძიებები ბენზინის არაეთილირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბენზინების წარმოებაზე გადასასვლელად.

shavi zgvis qimia





ქიმიური შემადგენლობა


შავ ზღვას განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს, რაც მას ჩვენი პლანეტის სხვა დანარჩენი ზღვებისაგან გამოარჩევს. ამას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ ყველა სხვა ზღვისა და ოკეანის წყლები (იშვიათი ცალკეული გამონაკლისების გარეშე) შეიცავენ ჟანგბადს, ხოლო შავ ზღვაში ჟანგბადი 100 მ სიღრმეზე არ არსებობს, მაგრამ შეიმჩნევა ჰიდროგენული სულფიდის დიდი კონცენტრაცია, ეს არის მომწავლავი აირი, დამპალი კვერცხის სუნით. რამდენიმე განსაკუთრებული სიცოცხლის ფორმების გარდა, ცხოველებისა და მცენარეების უმრავლესობა ვერ ცოცხლობს უჟანგბადო გარემოში. ჰიდროგენული სულფიდი ასევე ძალიან მავნებელია ადამიანისთვის. ზღვის ზედაპირული წყლები ნაკლებად სქელი კონსისტენციისაა ღრმა უჟანგბადო ფენებთან შედარებით, რადგანაც ისინი უფრო თბილი და ნაკლებად მარილიანია. შავ ზღვაში და მის გარშემო არსებული სიცოცხლის ფორმების სასიკეთოდ, არსებული განსხვავება ფენების სისქეში ხელს უშლის ქვედა უჟანგბადო წყალს რამენაირად შეერიოს ზღვის ზედაპირს.

როგორ შეიქმნა ეს სიტუაცია? შავი ზღვის ღრმა წყლები შედგება ხმელთაშუა ზღვის წყლებისაგან, რომელიც აქ მარმარილოს ზღვისა და ბოსფორის (თურქეთის) სრუტის გავლით მოხვდა. ბოსფორის სრუტეც თავის მხრივ ორი შრისაგან შედგება: შავი ზღვის გამოდენილი წყლების ზედა ფენისა და ხმელთაშუა ზღვის წყლების ქვედა ფენისაგან. ბოსფორის სრუტის სიღრმე მხოლოდ 50 მეტრს შედგენს (ცალკეულ ადგილებში სიღრმე უფრო ნაკლებია), ხოლო სიგანე 700 მეტრია. შემოსული ხმელთაშუა ზღვის წყალი შავი ზღვის ყველაზე ღრმა ნაწილში განთავსდება დაახლოებით 2 კმ სიღრმეზე. შავი ზღვის სიღრმისეული ფენებისათვის - ეს კი შავი ზღვის მოცულობის 95 %-ია - ეს შემონადენი წყალი ჟანგბადის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. შემონადენი წყალი შესაძლოა ფსკერზე 1000 წლის განმავლობაში დარჩეს, სანამ ის თანდათანობით შეერევა ახალ წყალს და ზედაპირზე ამოვა, საიდანაც ის ისევ ხმალთაშუა ზღვისაკენ დაიწყებს დინებას. ზღვის ქვედა ფენები ზემოდან გამუდმებით ივსება მკვდარი მცენარეებით, ცხოველებით და მათი ნარჩენებით, ეს ყველაფერი კი ბაქტერიულ ხრწნასა და ასევე ჟანგბადის მოხმარებას უკავშირდება. შავი ზღვის უფრო ქვედა, ღრმა ფენებში ორგანული ნარჩენების მოთხოვნა ჟანგბადზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვიდან შემოსული ჟანგბადით მდიდარი წყლებით მარაგდება. ამით აიხსნება თუ რატომ არის შავი ზღვის ქვედა ფენა უჟანგბადო. ამ ფენაში გოგირდწყალბადს წარმოშობს ბაქტერია, რომელიც ორგანული ნივთიერების დაჟანგვისათვის ჟანგბადის ალტერნატიულ წყაროს პოულობს, ზღვის წყალში შედარებით ჭარბად არსებულ სულფატის იონების სახით.

SO42- + 2(CH2O)X --------> H2S + 2 (HCO3-)

მცენარეები მზის ენერგიას იყენებენ, რათა ნახშირბადის დიოქსიდი ორგანულ ნივთიერებად (მაგალითად გლუკოზად) და ჟანგბადად გარდაქმნან, ამ პროცესს ფიტოსინთეზი ეწოდება. ფოტოსინთეზის გარეშე ჩვენს ატმოსფეროში ჟანგბადი არ იარსებებდა. ეს პროცესი სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს:

6CO2 + 6H2O --------> C6H12O6 + 6O2

ღამით მცენარეულ უჯრედებში მხოლოდ სუნთქვის პროცესები მიმდინარეობს. სუნთქვის დროს ჟანგბადი შთანთქმება და ნახშირორჟანგი გამოყოფა. ღამით, როცა მზის სხივების ენერგიის გამოყენება შეუძლებელი ხდება, მცენარისათვის ენერგიის ერთადერთი წყარო ორგანული ნივთიერებებია (მაგალითად გლუკოზა). ორგანული ნივთიერებების დასაშლელად კი მცენარეს ჟანგბადი ესაჭიროება. ჟანგვის პროცესების შედეგად ენერგია გამოთავისუფლდება და გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ბევრი საოცარი პროცესი მიმდინარეობს შავი ზღვის სიღრმეებში. არსებობს ვარაუდი, რომ აქაური გარემო გავს ადრეული ოკეანეებს, სანამ ჩვენს ატმოსფეროში ჟანგბადი გაჩნდებოდა. ეს კი მიმზიდველი ფაქტია სამეცნიერო კვლევებისათვის. შავი ზღვის ფსკერის ნალექი შეიცავს მეთანის მდიდარ მარაგს, რომელიც ზღვის ფსკერზე დაბალი ტემპერატურისა და მაღალი წნევის პირობებში ყინულის მსგავსადაა გამყარებული (მეთანის ჰიდრატი). მეთანი წარმოიშვა როგორც ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილი ორგანული მასალების დეგრადაციის საბოლოო პროდუქტი, რომელიც შესაძლოა შემდგომში საწვავის წყაროდ იქცეს. თუმცა ესეც შეიძლება მალე შეიცვალოს. ბოლო დროს აღმოჩენილმა პრიმიტიულმა მიკროორგანიზმმა, არქაენამ შესაძლოა მეთანის ჟანგვა და კარბონატის წარმოშობა გამოიწვიოს ზღვის ფსკერზე ნალექის ან კრატერების ჩამოყალიბებით. ზოგიერთ ადგილებში მეთანის გაზი ჭავლებად ამოდის, თუმცა ის წყლის ზედაპირამდე ვერ აღწევს და გზაშივე იხსნება. ხმები შავი ზღვის "აალებადობის" შესახებ მეთანს უკავშირდება, თუმცა ეს ნაკლებად დასაჯერებელია რომ მოხდეს. მხოლოდ ზედაპირის წყლებში გამოჟონილი მეთანი შეიძლება ყოფილიყო აალებადი, ხოლო შავ ზღვაში ასეთი გამოჟონვა მხოლოდ 100 მ სიღრმეზე ხდება.

აზოტისა და ფოსფორის შემცველობა შავ ზღვაში მცენარეებს ზრდისათვის აზოტისა და ფოსფორის ნაერთი, მასთან ერთად სხვა მინერალური მარილები და მიკროელემენტები, მაგ. რკინა, მანგანუმი, ვანადიუმი და ასევე – ვიტამინებია საჭირო. Aამ ნივთიერებებს ნუტრიენტებს უწოდებენ. ფიტოპლანკტონის (მცირე ზომის მოტივტივე მცენარე, რომელიც ძირითადი კომპონენტია ოკეანის კვებით ჯაჭვში) ზრდა ნიტროგენის, ფოსფორის, სილიკატის და რკინის მიწოდებაზეა დამოკიდებული.
რესპირაციისა და ბაქტერიული ხრწნის პროცესის განმავლობაში ნუტრიენტები წყალში გამოთავისუფლდებიან და "პირველადი გარდამქმნელების" (კონსუმენტების) ახალ თაობას ხელახლა შეუძლია მათი გამოყენება. თუმცა ნივთიერებების გარკვეული ნაწილი იკარგება და სამუდამოდ იმარხება ნალექში, დანაკარგი კომპენსირდება მდინარეებიდან, ატმოსფეროდან და ღრმა წყლებიდან შემოსული ახალი საკვები ნივთიერებებით. ზღვის ეკოსისტემა თვითონ ცდილობს ბუნებრივი წონასწორობის აღდგენას, მაგრამ აქ ადამიანის ფაქტორი ერთვება, რომელიც ხმელეთზე თავისი საქმიანობით შავ ზღვაში არსებული ნუტრიენტების მოხვედრის ზრდის. ნუტრიენტების ჭარბი რაოდენობა კი ფიტოპლანქტონის (მაგალითად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების) ზრდის სტიმულირებას იწვევს. ნუტრიენტები ზღვაში ადამიანის მიერ ჩაშვებულ საკანალიზაციო წყლებთან ერთად ხვდება. ინტენსიურ სამიწათმოქმედო საქმიანობასაც ასევე თავისი ‘წვლილი” შეაქვს პრობლემის გამწვავებაში, რადგან, სოფლის მეურნეობაში ინტენსიურად გამოიყენება ფოსფორისა და აზოტის შემცველი სასუქები.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების ინტენსიური ზრდისას მზის სხივები ძნელად თუ აღწევს ზღვის ქვედა შრეებში, ისინი ასევე იწვევენ წყალში ჟანგბადის კონცენტრაციის ძლიერ რყევას დღის განმავლობაში. დიდი როდენობით ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები დღის განმავლობში მზის სინთლეზე აქტიური ფოტოსინთეზის პროცესის შედეგად საკმაო რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებს, თუმცა ღამის დაგომისთანავე ასეთივე ინტენსიობით გამოიყენება ჟანგბადი სუნთქვის. ხშირ შემთხვევაში ჟანგბადის დეფიციტი ვითარდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე და შეიძლება მათი კვდომაც გამოიწვიოს. ჟანგბადის დეფიციტის პირობებში ის ანაერობული ბაქტერიებიც შეიძლება გააქტიურდეს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესში მავნე ტოქსინებს გამოყოფენ. ეს ტოქსინები დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს თევზებისა და ზღვაზე ბინადარი ფრინველებისათვის.

ეუტროფიცირებული წყალი ფერს იცვლის, მომწვანო-მოყვითალო ელფერს დაიკრავს და გუმჭვირვალე ხდება, წყალს უსიამოვნო სუნი აქვს. ამ ფენომენმა, რომელსაც ევუთროფიკაცია ეწოდება, შავი ზღვის ეკოსისტემის სერიოზული დეგრადაცია გამოიწვია, განსაკუთრებით კი 1970-იანი წლებიდან დიდი პრობლემა შეიქმნა მის ჩრდილო-დასავლეთ რიფზე. შედგად მივიღეთ ადრე ჟანგბადით მდიდარ ჩრდილო-დასავლეთ რიფზე სეზონური ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), და ზოგჯერ უჟანგბადობაც. ჟანგბადით მდიდარ წყლებში ორგანულ ნაერთებში ნიტროგენი თანდათანობით იჟანგება და შედეგად ვღებულობთ ნიტრატს (NO32-). ზღვაში ეს ყველაზე ჭარბი ნიტროგენული ნაერთია. ასევე არსებობს ნაკლებად დაჟანგული ფორმა ნიტრიტი (NO2-), განსაკუთრებით იქ, სადაც ჟანგბადის კონცენტრაცია დაბალია. ამონიუმი ზღვის მრავალი ორგანიზმების მიერ გამოიყოფა, ის უჟანგბადო წყლებში აზოტის ძირითადი სტაბილური ფორმაა, მათ შორის შავი ზღვის ქვედა ფენების წყლებში. გაზავებული ნიტროგენული აირი ჭარბად არის ზღვაში, მაგრამ ზღვის ორგანიზმების ძალიან მცირე რაოდენობას შეუძლია გამოიყენოს ის კვების წყაროდ. "აზოტის ფიქსაციის" პროცესი მოითხოვს მზის ენერგიისა და გაზავებული რკინის დიდ რაოდენობას. შავ ზღვაში ორივე მათგანი შეზღუდული რაოდენობითაა.


დაბინძურება ხდება მაშინ, როცა გარემოში გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები ან ენერგია (ხმაურის ან მაღალი ტემპერატურეს სახით) აზიანებს სიცოცხლის რომელიმე ფორმას ან ადამიანისათვის გარკვეული ღირებულების მქონე გარემოს. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ შავ ზღვაში ჩამდინარე ბევრი მდინარე 70-იან და 80-იან წლებში სერიოზულად იყო დაბინძურებული. დაბინძურების წყაროების რაოდენობა, მძიმე მრეწველობა და აგროქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა პესტიციდები, შემცირებულია. ამის მიზეზია ეკონომიკური კრიზისი, რაც ბევრმა ქვეყანამ განიცადა 1990-იან წლებში და ნაწილობრივ გაუმჯობესებული, ეკოლოგურად სუფთა წარმოების პროცესები და ნარჩენების გადამუშავება. მკვეთრად გაიზარდა შავი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება, შესაბამისად არსებობს ნავთობის ჩაღვრის მუდმივი რისკი, უბედური შემთხვევების შედეგად ან გადმოტვირთვის ოპერაციებისას (გაჟონვა მწყობრიდან გამოსული მილებით, არასწორი დამუშავება, ტანკერების არალეგალური რეცხვა). ეს ყველაფერი ადამიანის გაუთვითცნობიერებელი ქმედების შედეგებია, დაბინძურების თავიდან აცილება ყველა შემთხვევაში შესაძლებელია.

Friday, February 26, 2010

tambaqos mavneblobis shesaxeb



ratom aris Tambaqo sazogadoebrivi jandacvis unikaluri problema

Tambaqo unikaluri samomxmareblo produqtia: Tambaqos kvamli Seicavs aTasobiT
qimiur nivTierebas, romelTagan mravali toqsiuria, zogierTi ki azianebs
sisxlZarRvebs. amrigad, mas SeuZlia sxeulis yvela nawilis dazianeba. Tambaqo imiTac
gamoirCeva sikvdilobis sxva Tavidan acilebad mizezebs Soris, rom:
• is yovelTvis saSiSia, da ara mxolod Warbi an araswori moxmarebisas, rogorc
es sikvdilobis sxva Tavidan acilebadi mizezebis SemTxvevaSi xdeba
• masze Zalian advilad yalibdeba damokidebuleba
• msoflios erT-erTi yvelaze msxvili da mZlavri industriis mier xdeba misi
aqtiuri da energiuli reklamireba, xSirad arakeTilisindisieri gziTac
• misi moxmareba vnebs ara marto momxmarebels, aramed sxva adamianebsac, romlebic
imyofebian Tambaqos kvamlis zemoqmedebis qveS.

borjomis qimiuri shemadgenloba




kalciumi - 100-150


magniumi - 80- 150


kaliumi - 25- 45


natriumi - 1000- 1200


qloridebi - 250-350


sulfatebi <>

soda






borjomis shesaxeb



ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობას.



ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს #1 საექსპორტო პროდუქტია. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).
ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.


orsagduliani moluskebi


ორსაგდულიანები (Bivalvia), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მათი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშია მოთავსებული. ნიჟარის სიგრძე რამდენიმე მმ-დან 1,5 აღწევს, შედგება 3 (რქოვანი, ფაიგურისა და სადაფის) შრისაგან. მათი სხეული მანტითაა დაფარული. სხეულსა და მანტიას შორის არის მანტიის ღრუ, მუცლის მხარეზე — კუნთოვანი ფეხი. თავი არა აქვთ. სუნთქავენ ლაყუჩებით. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, რომელიც საყლაპავ მილში გადადის, ეს უკანასკნელი კი — კუჭში. კუჭიდან იწყება ნაწლავი, რომელიც ანალური ხვრელით იხსნება გამომყვან სიფონთან. ორსაგდულიანები იკვებებიან პლანქტონით. ახასიათებთ ღია მიმოქცევა. ზურგის მხარეზე აქვთ სამსაკნიანი გული. გამომყოფი ორგანოა წყვილი თირკმელი. ორსაგდულიანების უმრავლესობა ცალსქესიანია, ახასიათებთ გარეგანი განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხებიდან გლოქიდიები იჩეკება.

ნერვული სისტემა შედგება თავის, ტანისა და ფეხის ნერვული კვანძებისაგან. აქვთ აგრეთვე წონასწორობის ორგანო — სტატოცისტები და ქიმიური გრძნობის ორგანო — ოსფრადიები. ზოგ სახეობას მანტიის გვერდებზე თვალები აქვთ განვითარებული. კლასში 15 ათასი სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ და ზღვის წყლებში.
საქართველოს მტკნარ წყლებში ორსაგდულიანებიდან საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული უკბილო ორსაგდულიანები; ორსაგდულიანების ზოგ სახეობას (ხამანწკები, მიტილუსები, ზღვის სავარცხლურები და სხვა). საკვებად იყენებენ. ზოგი უკბილო მარგალიტის მწარმოებელია, მისი ნიჟარისაგან ამზადებენ სადაფის ღილებს და სხვა ნივთებს; ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს. ასეთია, მაგ., გემის ჭია, რომელიც აზიანებს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს.