Sunday, March 14, 2010















საქართველოში იმპორტირებული ბენზინი კიბოს, ნერვიული სისტემის მოშლილობას და თირკმლის პრობლემებს იწვევს

საქართველოში იმპორტირებული ბენზინი კიბოს, ნერვიული სისტემის მოშლილობას და თირკმლის პრობლემებს იწვევს, არ არის გამორიცხული ასევე, ბენზინის ხარისხი ქვეყანაში იმპორტირების შემდეგ იცვლებოდეს. ასე რომ, ხარისხის სერთიფიკატი შეიძლება ნამდვილი იყოს, ხოლო რეალიზებადი საქონელი გაყალბებული.







gამონაბოლქვი აირები - ნახშირბადი, აზოტი, გოგირდის ოქსიდები, ტყვიის ნაერთები და ბენზოლი - ამცირებენ სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევენ. ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ხდება ზრდის დაქვეითება, შესაბამისად, ჰაერში ტყვიის რაოდენობა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისათვის.




mსოფლიოში დიდი ქალაქების დაბინძურების ძირითად მიზეზს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. ჩვენს პლანეტაზე ავტომობილების რაოდენობა ამჟამად ასობით მილიონს აღწევს. მათი ზრდა ბუნებრივად დაკავშირებულია ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოებასთან. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლობით 0,7 მლრდ ტონა სასაქონლო ბენზინი მოიხმარება. კარბიურატორულ ძრავებში ბენზინის სრულ წვას ადგილი არა აქვს. არასრული წვა განსაკუთრებით ვლინდება ძველი ავტომობილების ძრავებში და ქალაქის პირობებში დაბალი სიჩქარით მოძრაობისას. ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ქალაქებში, დაკავშირებულია არამარტო დიდი რაოდენობით ატმოსფერული ჟანგბადის მოხმარებასთან, არამედ გარემოს დაბინძურებასთანაც.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის აირები მაღალტოქსიური ქიმიური ნაერთებია და ადამიანის ორგანიზმისათვის და მცენარეებისათვის საშიშ გარემოს ქმნიან. მსოფლიო საავტომობილო პარკი ყოველწლიურად ატმოსფეროში მაღალდისპერსიული აეროზოლის სახით დიდი რაოდენობით ტყვიას გამოტყორცნის. საწვავის არასრული წვის შედეგად ყოველწლიურად ატმოსფეროში 60 მლნ ტონა ნახშირბადის მონოქსიდი ხვდება.

რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, ნაკლებია მასში ტყვია, ბენზოლი (ან საერთოდ გამორიცხული), გოგირდი, არმოატული ნახშირწყლები, მით უფრო მაღალია მისი ხარისხი და მცირეა უარყოფითი გავლენა ძრავაზე და გარემოზე.
ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიური სიმძლავრე არ გააჩნიათ, რის გამოც იძულებული არიან მაღალოქტანური ბენზინის მისაღებად ეთილის სითხე გამოიყენონ (რაც ტყვიას შეიცავს). ასეთი რეცეპტურით წარმოებულ ბენზინს ეთილირებულს უწოდებენ და მისი მომზადება ბევრად ეკონომიურია.
ავტომობილებში თხევად ბენზინებთან ერთად, საწვავ პროდუქტად შეკუმშული ნახშირწყალბადოვანი აირი გამოიყენება. უკანასკნელის ოქტანური რიცხვი ბევრად მაღალია ბენზინთან შედარებით. ვინაიდან ნახშირწყალბადები შეიცავს დიდი რაოდენობით წყალბადს და ნაკლებად ნახშირბადს, ამის გამო წვის პროდუქტებში მცირეა ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა, აგრეთვე სხვა მავნე პროდუქტები.
ვინაიდან საქართველოში არ იწარმოება სასაქონლო ბენზინები, როგორ ხდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აღნიშნულ საწვავზე.
საქართველო დღეისათვის არ მიეკუთნება ნავთობის, გაზის მსხვილ მომპოვებელ და გადამამუშავებელ წამყვან რეგიონს. ის მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავ ნავთობპროდუქტებზე და გაზზე. წლიურად ავტოტრანსპორტზე მილიონ ტონაზე მეტი სასაქონლო ბენზინი მოიხმარება. ბენზინის, დიზელის საწვავის და სხვა ნავოთბპროდუქტების შემოტანა საზღვარგარეთიდან და მათი რეალიზაცია შიდა ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ხორცილედება. მათ კომპეტენტურობასა და საქმიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული გარემოს დაბინძურება. აღნიშნული ნავთობპროდუქტების იმპორტი ძირითადად ხორციელდება რუმინეთიდან, საბერძნეთიდან ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და იტალიიდან.


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიური ვითარება ძალზე დაძაბულია სათბობის ნამწვის დიდი ოდენობით დაგროვების გამო, ამიტომ, აუცილებელია ცენტრალიზებული, კომპლექტუსი, თანამედროვე აპარატურით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელსაც ევროპული ქვეყნების დონეზე საქართველოს სამამულო სტანდარტის მომზადება ხელეწიფება. ყველაზე მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს ერის ჯანმრთელობა და არა დილეტანტური მიდგომა პრობლემისადმი.

მთელს მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გლობალური პრობლემაა აწარმოონ მაღალოქტანური სასაქონლო ბენზინები ტყვიის, ბენზოლის (ან ისინი მთლიანად გამორიცხონ), გოგირდის და არომატული ნახშირწყალბადების ნაკლები შემცველობით. ე.ი. ისეთი მაღალი ხარისხის საავტომობილო საწვავი, რომელიც მთლიანად პასუხობს "კანონს ჰაერის სისუფთავეზე". ტრანსპორტის მიერ გამოტყორცნილი გამონაბოლქვი აირები ატმოსფეროს და საერთოდ გარემოს არაორგანული ნივთიერებებით აბინძურებს.
ნახშირბადის მონოქსიდი - ძლიერ შხამიანი გაზია. იგი უკავშირდება სისხლის ჰემოგლობინს და აფერხებს ჟანგბადის ტრანსპორტს ორგანიზმში. ნახშირის დიოქსიდი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. გოგირდის დიოქსიდი სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს და მიეკუთვნება კიდევ უფრო მავნე და კოროზიული მოქმედების ნივთიერებებს. აზოტის ოქსიდი წამოიქმნება ჰაერის აზოტის ჟანგბადთან ურთიერქმედებისას ძრავში. იგი ისევე მოქმედეს ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ნახშირჟანგბადის მონოქსიდი.
ეთილირებული ბენზინის გამოყენებისას წარმოქმნილი ტყვია და მისი ნაერთები იწვევენ ადამიანის ნერვული სისტემის დაზიანებას (განსკუთრებით ბავშვებში). ტყვიით და მისი ნაერთებით ორგანიზმის მცირედ მოწამვლის დროსაც კი ხდება ფიზიკური განვითარების, ზრდის დაქვეითება, მცირდება სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდეობა. ჰაერში ტყვიის რაოდენობა ზღვრულად დაშვებული კონცენტრაცია დაკანონებული ლიმიტის ზევით განსაკუთლებით საშიშია ჩვილებისა და მოხუცებისათვის, იწვევს ზრდასრული მოსახლეობის ჰიპეტროფულ და კარდიოვასკულარულ დაავადებებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტყვია, მანგანუმი და მათი ნაერთები უარყოფილ ზემოქმედებას ახდენენ არამხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯარმრთელობაზე, არამედ საზოგადოების სოციალურ სიჯანსაღეზეც. იწვევს დანაშაულებათა პროვოცირებას და ადამიანის არამოტივირებული აგრესიულობის ზრდას უწყობს ხელს. გარემოს ევროპის ეკონომიკური განვითარების რეკომენდაციით ტეტრა-ეთილ-ტყვიის გამოყენება დასავლეთ ევროპაში აკრძალულია. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი ისევ იყენებენ ამ იაფ და ეფექტურ დანამატს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ღონისძიებები ბენზინის არაეთილირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბენზინების წარმოებაზე გადასასვლელად.

2 comments:

  1. masw dzalian sainteresoa. amit xalxi mixvdeba tu ras suntkavs da mizezi ekneba mankana ufro isviatad gamoiyenos...;):)

    ReplyDelete
  2. მართალი ხარ მარი.
    ამ პოსტს აუცილებლად გამოვიყენებ.

    ReplyDelete